დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

დავით აღმაშენებლის გამზ.N140-ში მდებარე   XIX საუკუნის შუა წლებში აშენებული საცხოვრებელი სახლი ერთ-ერთი ადრეული ნაგებობაა. ძველი ქართული აგურით ნაშენი სახლის ფასადს სადა ნალესობა ფარავს, ძირითად აქცენტს კი მეორე და მესამე სართულის ხის ჭვირული აივანი ქმნის. მესამე სართულის აივანი, რეალურად მეზონინს წარმოადგენდა, მაგრამ 2009-2011 წლებში ჩატარებული სარესტავრაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს შენობას მესამე მანსარდული ტიპის სართული დააშენეს, რამაც საგრძნობლად შეცვალა სახლის პროპორციები და საერთო აღნაგობა.