დეტალური ინფორმაცია
ვ. პეტრიაშვილის ქ. #1-ში მდებარე ღვინის ქარხანა აგებულია 1896 წელს, წარმოშობით რუსი არქიტექტორის, ალ. ოზეროვის მიერ. ალ. ოზეროვს სპეციალური განათლება ჰქონდა მიღებული ოდესაში და შესწავლილი ჰქონდა სარდაფების მშენებლობის ტექნოლოგია. სწორედ, ამ პრინციპით აიგო ღვინის ქარხნის სარდაფები წინანდალსა და თბილისში, სადაც ტემპერატურა, წლის ნებისმიერ დროს, თოთხმეტი გრადუსია. სტილისტურად, შენობა ეკლექტურია, გამოყენებულია, როგორც ტრადიციული ქართული, ასევე, დასავლეთი ევროპის არქიტექტურული მოტივები.