პავლე ინგოროყვას ქუჩა

დეტალური ინფორმაცია

პ. ინგოროყვას ქ. #16-ში მდებარე შენობა, 1877 წელს აიგო და მისმა პირველმა მფლობელმა,  ჰასან-ხან აგალეროვმა 1892 წელს მიჰყიდა ბაქოეულ მეორე გილდიის ვაჭარს კარაპეტ-ბეგ ლალაევს. 1896 წელს შენობაში ბინა დაიდო სპარსეთის საკონსულომ, რითიც არის განპირობებული სპარსული წარწერები ფასადის ღიობებზე. შენობა განაშენიანების სიღრმეში მდებარეობს და თავისი მხატვრული სახით, დახვეწილი პროპორციითა და საფასადო კომპოზიციით დიდწილად, განსაზღვრავს ქუჩის მხატვრულ სახეს. გარდა ფასადისა, საინტერესოა ინტერიერის მდიდრული მორთულობა.