დეტალური ინფორმაცია
მ. კოსტავას ქ. #43-ში მდებარე შენობა აგებულია 1913 წელს, სომეხი არქიტექტორის ქ. ტერ-სარქისოვ-სატუნცის მიერ. შენობა ექიმ სახმურადოვს ეკუთვნოდა. სტილისტურად, ნაგებობა მოდერნული - Art Nouveau არქიტექტურის ერთ-ერთ, საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს. დღევანდელ დღეს, აქ ი. ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტია განთავსებული.