რომის ქუჩის და აღმაშენებლის გამზირის კუთხე

დეტალური ინფორმაცია

აღმაშენებლის გამზ.#24-ში მდებარე შენობა რომის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის კუთხეში დგას. ერთი შეხედვით ის რომის ქუჩაზე #4-ში მდებარე შენობის გაგრძელებას წარმოადგენს, თუმცა  სრულიად დამოუკიდებელი ნაგებობაა. შენობის ფასადი ეკლექტურის, სტილისტურად ფსევდო კლასიცისტური, რენესანსული ელემენტებითაა აქცენტირებული. შენობის ფასადის კომპოზიცია სიმეტრიულია. აღმაშენებლის გამზირის მხრიდან პირველი სართული სახეცვლილია შემდგომდროინდელი გადაკეთებებით – გაჭრილია სწორკუთხა კარი და ფართო სწორკუთხა ღიობი. აქვეა სადარბაზოში შესასვლელი ხის კარიც. მეორე სართულზე წყვილი სწორკუთხა, სადა საპირეშემოვლებული ფანჯარა გამოდის. ქუჩის კუთხეში შენობის აბრისი წაკვეთილია, ფასადის მოცულობა შებრტყელებული, რომელიც ბოლოს ორნამენტული რელიეფით გაფორმებული ატიკით სრულდება.