დეტალური ინფორმაცია
ყოფილი ლაბორატორიის, შემდგომ სხვადასხვა დროს პეტრე დიდის, ლევ ტროცკისა და ფელიქს ძერჟინსკის ქუჩისა და ყოფილი ალექსეი ერმოლოვის, შემდგომ კი შიო ჩიტაძის ქუჩის კვეთაზე მდებარე მიწის ნაკვეთი XIX საუკუნის მეორე ნახევერში თავად ზაქარია ერისთავს, ეკუთვნოდა, რომელზეც მან 1880-ან წლებში ააშენა სახლი. 1912 წელს მიწის ნაკვეთი სახლიანად ბაქოელმა პირველი გილდიის ვაჭარმა, ამბარცუმ მელიქოვმა იყიდა.
1914 წელს ძველ შენობას, თბილისელი არქიტექტორის, მიხეილ ნეპრინცევის პროექტის მიხედვით, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც ფასადი მოდერნის სტილზე მოეწყო. 1921 წელს, ამბარცუმ მელიქოვის ემიგრაციაში წასვლის შემდგომ, სახლი ნაციონალიზებულ იქნა.
ამ სახლში ცხოვრობდა და აქვე, 1937 წელს დააპატიმრეს, შემდეგ კი დახვრიტეს გამოჩენილი ქართველი მიკრობიოლოგი, ბაქტერიოფაგის შემქმნელი, გიორგი ელიავა. და 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი, ქართველი ბოლშევიკი შალვა ელიავა.