დეტალური ინფორმაცია
მაჩაბელისა # 1 და ლეონიძის # 6 ქუჩათა კვეთაზე მდებარე შენობის მეპატრონე, საარქივო მასალების მიხედვით, მდიდარი სომეხი ვაჭარი ივანე მირზოევი ყოფილა. 1897 წელს მფლობელად ყორღანოვაც ფიქსირდება. დღევანდელი სახით ნაგებობა ორი ან მეტი შენობის შერწყმის შედეგად შეიქმნა. 1900 წლისთვის მირზოევისგან ამ სახლში ბინას პოეტი ნიკოლოზ გუმილიოვის ოჯახი ქირაობდა. მათი აღწერით შენობას საკუთარი ელექტროგანათება ჰქონდა და სადარბაზოს შვეიცარებიც ემსახურებოდნენ. 1900-იანი წლების ღია ბარათზე, დღევანდელი მაჩაბლისა და ლეონიძის ქუჩათა კვეთაზე მდგარ შენობას შპილიანი გუმბათით დასრულებული ორსართულიანი ერკერი ჰქონდა. ერკერი საბჭოთა პერიოდში მოშალეს. ერთ-ერთი ვერსიით მისი გაუქმება უსაფრთხოების ზომების დაცვას უკავშირდებოდა, რათა მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე სახლებში მასიურად შეასახლებულ ჩეკისტებსა და უშიშროების თანამშრომლებს ერკერიდან სრული პერიმეტრით გაკონტროლების შესაძლებელობა ჰქონოდათ.