დეტალური ინფორმაცია
მაჩაბლის #10 და ლერმონტოვის #14 ქუჩების კვეთაზე მდებარე შენობა, ისტორიული მეხსიერებით არის სავსე. ნაგებობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორივე ქუჩის მხატვრულ-არქიტექტურული სახის ფორმირებაში.
შენობის თავდაპირველი მეპატრონე ყოფილა ინჟინერი ა. მირზოევი, რომელმაც სოლოლაკის უბანში, მდიდრული ორსართულიანი სახლი აიშენა. შენობის სტილისტური გადაწყვეტა, ევროპული ხუროთმოძღვრული რეპერტუარიდან არის ნაკარნახევი, მათ შორის მოდერნული - ‘’Art Nouveau’’ ყაიდით გაფორმებული ელემენტების შემკულობაც გვხვდება. მდიდრულ დეკორატიულ ფორმებშია დატანილი ა.მ. მეპატრონის ინიციალები ფანჯრების ცხაურების ალათებზე. შენობის მდიდრულ გამომსახველობას სწორედ ლითონის ნაჭედი აივნები, ცხაურები, სადარბაზოს კარი თუ მისი მოაჯირები ქმნიან.