შოთა რუსთაველის გამზირი

ამბობენ

რუსთაველი-მთაწმინდის პარკის საბაგირო გზა 1958 წელს ვახტანგ ლეჟავას პროექტით, თბილისის 1500 წლისთავთან დაკავშირებით აიგო. მგზავრების მომსახურება კი 1959 წლის 1 მაისს დაიწყო და 30 წელი იმუშავა. 1990 წლის 1 ივნისს საბაგიროზე მოხდა უბედურ შემთხვევას მგზავრები ემსხვერპლნენ. საბაგირომ მრავალი წლით შეწყვიტა ფუნქციონირება. ამჟამად მიმდინარეობს  სარეკონსტრუქციო სამუშაოები. 2024 წლის ზაფხულიდანრუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის  დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე იმოძრავებს 21 გონდოლა, გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე იქნება 4.07 წუთი, მარშრუტის სიგრძე კი - 845,55 .2024. საინჟინრო-ტექნოლოგიურ  სამუშაოებს - კომპანიადოპელმაიერიასრულებს.

ვახტანგ ლეჟავას უნიკალური პროექტი, რეაბილიტაციის შემდეგაც შენარჩუნებული იქნება. ეს ადგილი იდეალური ლოკაცია აღმოჩნდა  ფილმისთვის "დღე პირველი, დღე უკანასკნელი" (რეჟისორი სიკო დოლიძე1959).  მთაწმინდის საბაგირო გზის ქვედა სადგური  მეორე წუთიდანვე ჩნდება: 21-წამიან კადრში ჩანს, თუ როგორ გაურბის თავბრუდამხვევ წრიულ შენობაში ბელა მირიანაშვილი მალხაზ გორგილაძის გმირს... გაქცევის უწყვეტი ეპიზოდი  ყველაზე დასამახსოვრებელი კადრია ფილმში. იქ, სადაც 1959 წელს ლამარას და ვაჟას სასიყვარულო ისტორიის სცენა გადაიღეს, არაერთი გამოფენა და ღონისძიება გამართულა.  2011 წელს ცნობილმა ფრანგმა ფოტოგრაფმა, Vincent Lappartient სივრცე საგანგებოდ შეარჩია  ექსპოზიციისთვის - Vestiaires - reportage behind the fashion scene.

დეტალური ინფორმაცია

რუსთაველის გამზ. #52-ში მდებარე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობა, რუსთაველის გამზირის მნიშვნელოვანი ნაგებობაა, რომელსაც ქალაქგეგმარებითი როლიც აკისრია. შენობა თავდაპირველად  აშენდა, როგორც „საქნახშირის” ადმინისტრაციული სახლი. მისი მშენებლობა 1949 წელს დაიწყო. თუმცა რამდენიმე წლით ადრე, კერძოდ 1946 წელს ჩატარდა კონკურსი „საქნახშირის” ადმინისტრაციული სახლის პროექტზე. კონურსი საკმაოდ მასშტაბური იყო და მასში მონაწილეობა  თბილისის წამყვანმა არქიტექტორებმა მიიღეს. წარმოდგენილი იყო ათი პროექტი, თუმცა ჟიურის მიერ  უპირატესობა მიენიჭა არქიტექტორების მ. ჩხიკვაძისა და კ. ჩხეიძის პროექტს. შენობა კომპლექსურობას იძენს, მის ეზოში განთავსებული  საბაგიროს ქვედა სადგურის შენობასთან ერთად, რომელიც მოგვიანებით ასევე კ. ჩხეიძის პროექტით შესრულდა. ნაგებობა საბჭოთა არქიეტქტურის შესანიშნავი მაგალითია, რომელიც ქალაქგეგმარებით გააზრებასთან ერთად, შენობის სტილისტურ რეპერტუარში ცდილობს ეროვნული ელემენტების ჩართვას.