ძმები სიმენსების საცხოვრებელი სახლი

ამბობენ

1868 წლის 17 ნოემბერს, თბილისში, ერთ-ერთ გაზეთში განცხადება გამოქვეყნდა, საიდანაც ვიგებთ, რომ ძმები სიმენსები საცხოვრებლად და სამუშაოდ სოლოლაკში ბინას ეძებდნენ.

მსოფლიოში ცნობილი გერმანული ბრენდისSiemens-ის დამაარსებლები ასათიანის ქუჩაზე ამ  სახლში დაბინავდნენ და ფირმასიმენსი და ჰალსკე“- წარმომადგენლობაც გახსნეს. იმ დროს კომპანია ინდოევროპული სატელეგრაფო ხაზის გაყვანაზე მუშაობდა. წარმომადგენლობას თავდაპირველად  ვალტერ სიმენსი ხელმძღვანელობდა.როგორც ამბობენ, ის ლამაზი, ტანადი მამაკაცი ყოფილა სასიამოვნო მანერებით, რაც მის მიმართ ყველა ნაცნობს კეთილად განაწყობდაო.  ვალტერმა ამ სახლში  8 წელი იცხოვრა .1868 წელს, 35 წლის ასაკში, საზეიმო ვახშამზე მიმავალი ცხენიდან გადმოვარდა და ტრაგიკულად დაიღუპა.

ვალტერ სიმენსის გარდაცვალების შემდეგ, „სიმენსი და ჰალსკე“- წარმომადგენელი კავკასიაში მისი ძმაოტო სიმენსი გახდა, ისიც ამ სახლში  დაბინავდა ,1870 წლის 17 მაისს, თბილისში ანეტე ფონ კრემერზე იქორწინა და ქართველ მეცენატებსა და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად ქველმოქმედებასაც მიჰყო ხელი. ამსთან ის პრუსიის  კონსულის მოვალეობასაც ასრულებდა.

 სწორედ ოტოს ხელმძღვანელობის დროს გაიარა თბილისზე ინდოევროპულმა სატელეგრაფო ხაზმა. სამწუხაროდ, ისიც ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. ორივე ძმა თბილისში, ვერის სასაფლაოზეა დაკრძალული.

საქართველოში სიმენსების ოჯახის საქმიანობა მხოლოდ საკომუნიკაციო პროექტებით არ შემოიფარგლებოდაისინი დაინტერესებულნი იყვნენ ნავთობის, ლითონებისა და მრეწველობითი სხვა დარგებითაც.
ტელეგრაფის გარდა, ძმები სიმენსების სახელი თბილისში სხვა ინოვაციურ პროექტებსაც უკავშირდება:
მათი დამსახურებით  პირველად განათდა და  ასფალტით  დაიფარა  თბილისის ქუჩები, ტრადიციული კონკა  კი ევროპული ტრამვაით შეიცვალა.
როგორც ამბობენ, ქალაქში პირველი ლიფტიც სიმენსებს ეკუთვნოდათრაც იმდროინდელ ყოფაში დიდ ფუფუნებად ითვლებოდა.

დეტალური ინფორმაცია

ასათიანის ქ.#30-ში მდებარე  შენობა თბილისში სიმენსების სახლის სახელითაა ცნობილი. თუმცა საარქივო მასალების მიხედვით შენობის პროექტი 1834 წლის 31 აგვისტოს არის დამტკიცებული და პროექტის ავტორია ინჟინერ-პოდპოლკოვნიკი ბელოკოპიტოვი. საარქივო საბუთის მიხედვით რომელიც 1833 წლითაა დათარიღებული თბილისელმა მოქალაქეებმა ივანე და ნიკოლოზ შადინოვებმა 1832 წელს თეკლე ბატონიშვილისგან შეიძინეს მიწის ნაკვეთი (სადაც სავარაუდოდ ბაღი იყო გაშენებული) სახლის ასაშენებლად. სწორედ შადინოვების გვარებია დატანილი  1834 წლის პროექტზეც. არსებობს 1896 წლის 10 მაისს დამტკიცებული შენობის რეკონსტრუქციის პროექტიც, რომლის დამკვეთი ალ. შადინოვია ხოლო არქიტექტორი ა.დ. პოვიტც-ეპინგი. სწორედ ამ რეკონსტრუქციის შედეგია შენობის დღევანდელი სახე. 1860-1868 წლებში ამ სახლში ცხოვრობდა ჩრდილოეთ გერმანიის კავშირის კონსული, ფირმა "სიმენს და ჰალსკეს"  წარმომადგენელი საქართველოში ვალტერ სიმენსი.1860 წელს სიმენსებმა, საქართველოში თბილისი-ქუთაისი-ფოთის ტელეგრაფის ხაზი გაიყვანეს. მომდევნო წლებში გაიყვანეს თბილისი-მოსკოვი, თბილისი-ერევანი და თბილისი-ბაქოს ტელეგრაფის ხაზები.