დეტალური ინფორმაცია
ლ. ასათიანის ქ. N18-ში მდებარე შენობა აგებულია XIX ს-ის ბოლოს, არქიტექტორის, კორნელი ტატიშჩევის მიერ. შენობა ისლამური ხუროთმოძღვრების ერთგვარი სტილიზაციაა, თავისი მხატვრულ-არქიტექტურული სახით დიდწილად, განსაზღვრავს მიმდებარე განაშენიანების ხასაითს. შენობა თბილისური არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია.