შოთა რუსთაველის გამზირი

ამბობენ

1907 წელს, რუსთაველის გამზირზე მდებარე ამ სახლში, „ლაღიძის წყლებისდამაარსებელი მიტროფანე ლაღიძე დასახლდა და მაღაზიაც გახსნა, რომელიც მალე თბილისელების საყვარელ ადგილად იქცა. 

ბრენდის ისტორია მე-19 საუკუნის ბოლოს, ქუთაისში დაიწყო. 14 წლის მიტროფანე ლაღიძე აფთიაქში პოლონელ ცეზარ ივანოვსკის შეხვდა. სწორედ მისგან ისწავლა ხილის სასმელების დამზადება და გადაწყვიტა, ნატურალური ინგრედიენტებით ლიმონათი შეექმნა

ლაღიძის წყლებიუცხოეთშიც პოპულარული გახდა. 1952 წელს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა სტალინს 100 ბოთლიკოკა-კოლაგაუგზავნა. საპასუხოდ, მიტროფანე ლაღიძე მოსკოვში გამოიძახეს და მისი ლიმონათი ამერიკაში გაგზავნეს, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც ამბობენ, ერთ-ერთ კონფერენციაზე ის თავად რუზველტმაც დააგემოვნა და ამერიკაში 2 000 ბოთლი წაიღო.

სტალინს, რომელსაც ლაღიძე კარგად იცნობდა, მას მოსკოვში საცხოვრებლად გადასვლა შეუთავაზებია. მიტროფანეს უპასუხია: „არა, ვერ გადმოვალ, ოჯახი მყავს, შვილიშვილს ვზრდიო.“ სტალინს გაკვირვებით უკითხავს: „შენ რატომ ზრდი? მამა სად არისო?“ – „1937-ში დააპატიმრეს,“ — უპასუხია ლაღიძეს. ამ დროს კაბინეტში ბერია შესულა და სტალინს მისთვის საკითხში გარკვევა დაუვალებია... ორი თვის შემდეგ მიტროფანეს შვილი ციხიდან გაუთავისუფლებიათ, თუმცა იგი უკვე ძალიან დაუძლურებული იყო და მალევე გარდაიცვალა.

მიტროფანე ლაღიძე მხოლოდ მეწარმე კი არა, ქველმოქმედიც იყო. ის ეხმარებოდა მწერლებს, აფინანსებდა წიგნების გამოცემას და პირველი ტიპოგრაფიაც დააარსა. მისი ძალისხმევით, მეფის ცენზურის დროს, დაიბეჭდა არაერთი მწერლის დებიუტი.

 

დეტალური ინფორმაცია

 რუსთაველის გამზ. N24.სა და მიტროფანე ლაღიძის . N1-ში  მდებარე სახლი, რომლის პირველ სართულზეც ცნობილი ლაღიძის წყლები იყო, საარქივო მასალების მიხედვით, ქალაქის საბჭოს წევრს ,სამხედრო ოფიცერს, ნიკოლოზ დობჟინსკის ეკუთვნოდა. მეოთხე სართული  საბჭოთა პერიოდში დააშენეს  და  მისი ავტორი . მერეტია.