დეტალური ინფორმაცია
დ. ჭონქაძის ქ. #12-ში მდებარე შენობა აგებულია 1915 წელს, სომეხი არქიტექტორის მ. პ. ოგაჯანოვის მიერ. შენობის დამკვეთი და მეპატრონე გახლდათ პირველი გილდიის ვაჭარი, ნ. ი. ბოზარდჯანცი. შენობის პროექტმა პირველი პრემია აიღო საუკეთესო ფასადის კონკურსში, რომელიც გაიმართა საქალაქო საბჭოს, დუმის მიერ. შენობა მოდერნული- Art Nouveau არქიტექტურის ერთ-ერთ ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს. საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში ამ შენობაში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა. მათგან ერთ-ერთი იყო პოლკოვნიკ გიორგი ნიკოლოზის ძე ხიმშიაშვილის ოჯახი. გიორგი ხიმშიაშვილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის ოფიცერი, კავალერისტი. იგი 1923 წლის 19 მაისს ბოლშევიკებმა დახვრიტეს და შესაბამისად, მისი ოჯახიც გადაასახლეს.
ჭონქაძის 12 ნომერში გადაღებულია ქართული ფილმები "დათა თუთაშხია", "გაზაფხულის 17 გაელვება"