„ზარია ვოსტოკა“-ს შენობა

დეტალური ინფორმაცია

რუსთაველის გამზ.#42 -ში მდებარე „ზარია ვოსტოკა“-ს შენობა 1929 წელს აიგო, რუსი არქიტექტორის, დ. ჩისლიევის მიერ. სტილისტურად,  კონსტრუქტივისტულ ყაიდაზე ნაგები შენობა, რომელშიც  მცირე დოზით, „ნაციონალური“ ელემენტებიც არის გამოყენებული, ამავე პერიოდის მსოფლიო  არქიტექტურულ (ამერიკასა და ევროპაში არსებული ე.წ.ინტერნაციონალური სტილი) ნაგებობებთანაც ავლენს ერთგვარ კავშირს.  კონსტრუქტივისტული არქიტექტურის  ეს ერთ-ერთი თვალსაჩინო ნაგებობა აშენდა როგორც რედაქცია,  ყოველდღიური რესპუბლიკური გაზეთის "ზარია ვოსტოკა",რომლის პირველი ნომერი  თბილისში 1922 წლის 20 ივნისს გამოვიდა.