შოთა რუსთაველის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

რუსთაველის გამზ. #29-ში მდებარე „იმელის“ შენობა, ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტი რომლის პროექტის ავტორიც, ცნობილი რუსი არქიტექტორი და აკადემიკოსი ალექსანდრე შჩუსევია (სამშენებლო საქმიანობის მთავარი არქიტექტორი იყო  ნ. სევეროვი, ხოლო მშენებლობის უფროსი კ. მორეტტი) 1933-1938 წწ-ში აშენდა.  აღნიშნული ნაწარმოებით, ავტორმა არქიტექტურაში კლასიკური და ეროვნული მემკვიდრეობისა, თუ კომპოზიციური ხერხების ერთგვარი, სინთეზი წარმოადგინა, რის გამოც, ნაგებობა თბილისის საბჭოთა პერიოდის არქიტექტურის ერთ-ერთ, მნიშვნელოვან ნიმუშად იქცა. ფასადზე გამოყენებულია  ქართველი მოქანდაკეების ი. ნიკოლაძისა და თ. აბაკელიას რელიეფები.1938 წელს იმელის ინსტიტუტის შენობა ექსპლუატაციაში მიიღეს. იმელის მოცულობამ 75 000 მ3 შეადგინა და 14 მილიონი მანეთი დაჯდა. ა. შჩუსევს, შენობის აგებისთვის, 1941 წელს სსრკ სახელმწიფო პრემია მიენიჭა.