შოთა რუსთაველის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

რუსთაველის გამზ. #15-ში მდებარე შენობა, გამზირის განაშენიანების ერთ-ერთი უძველესი ნაგებობაა. როგორც საარქივო მასალიდან ვგებულობთ, შენობის  მეპატრონე მუხრანელია. ამის შესახებ პერიოდულ გამოცემებიდან ვიგებთ, სადაც მითითებულია რომ გოლოვისკის ქუჩაზე მუხრანსკის სახლის პირველ სართულზე გერმან გეგელეს მაღაზია ფუქნციონირებდა. 
გერმან გეგელი იმ პერიოდის ერთ-ერთი სერიოზული მაღაზიის მეპატრონეა, რომელიც იარაღით ვაჭრობდა. მის მაღაზიაში შესაძლებელი იყო სხვადასხვა სახეობის იარაღის შეძება, როგორც სანადირო, ასევე ,,ვინტოვკა“ და სხვ.  სარეკლამო განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ მაღაზიასთან ფუქნციონირებდა იარაღების სახელოსნოც. ანუ ცხადი, ხდება რომ პირველ სართულს მხოლოდ სავაჭრო დანიშნულება არ ჰქონდა.  შესაძლებელია,  სახელოსნო მეორე სართულზეც ფუნქცინირებდა. შენობის მთავარი ფასადის მხატვრულ დამუშავებაში რენესანსის, ბაროკოსა და ამპირის სტილისთვის დამახასიათებელი ელემენტებია გამოყენებული.